ჰანს კლუგე: ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა, კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შეძლებს
“კორონავირუსის უფრო გადამდებმა ვარიანტებმა, უპირველეს ყოვლისა, „დელტა“ შტამმა თამაშის წესები შეცვალა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალმა, უფრო გადამდებმა ვარიანტებმა, უპირველეს ყოვლისა, „დელტა“ შტამმა თამაშის წესები შეცვალა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მაისში გაკეთებული მისივე განცხადება, რომ ვაქცინაციის პირობებში კორონავირუსის დამარცხება მოხდებოდა, გაქარწყლდა.
„მაშინაც კი, როდესაც ინდოეთში თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული, უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტები ასე არ გაჩენილა. ვფიქრობ, რომ ეს იმ წერტილამდე მიგვიყვანს, როდესაც ვაქცინაციის უპირველესი მიზანი დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილიანობის პრევენციაა. თუ დავუშვებთ, რომ კორონავირუსი გააგრძელებს მუტაციას და დარჩება, როგორც გრიპი, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ვაქცინაციის ჩვენი სტრატეგიის ენდემურ გადაცემაზე ადაპტირება და ძალიან ღირებული ცოდნა მივიღოთ დამატებითი დოზების ზემოქმედების შესახებ“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.