შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს.

შსს-მ რაფაელ მურსაკულოვი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 8 სექტემბერს დააკავა.

შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები