პედიატრი: არ მგონია, რომ “მიუ” განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში

პედიატრი, თეიმურაზ მიქელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შტამი – “მიუ” ახალია და, ჯერჯერობით, დაკვირვების ქვეშაა, თუმცა, მისივე ვარაუდით, მოზარდებში ის განსაკუთრებული სიმძიმით არ უნდა მიმდინარეობდეს.

“უფრო აქტიურად ინფიცირდებიან იმიტომ, რომ ისინი არ არიან იმუნიზირებულები. სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად არის იმუნიზირებული, მათი მოცვა არის ყველაზე ნაკლები. სწორედ ეს ჯგუფი ინფიცირდებოდა, თუმცაღა, გადაჰქონდათ უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ან უსიმპტომო ფორმით. ასეა საუბარი “მიუზეც”. “მიუ” შტამზე ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჯანმო-მ გამოაცხადა როგორც დაკვირვებადი შტამი. იმისთვის, რომ მე-5 და შემდგომი შტამები ავიცილოთ თავიდან, უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რისკ ჯგუფის მოსახლეობა და სწორედ მათ უნდა ავარიდოთ ნებისმიერი შტამი.

მე არ მგონია, რომ “მიუ” განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში იმიტომ, რომ ასეთი მონაცემები, მე რაც გადავხედე, ჯერჯერობით, არ შემხვედრია,” – განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები