“საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი” – გოგა ხაინდრავა

“საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და წინასაარჩევნო ვითარება შეაფასა.

“სააკაშვილი ასი წელი არ მაინტერესებს. ჩემი ყურადღების 1 წამს არ ვუთმობ. ეს აბსოლუტურად დეგრადირებული ადამიანია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ეს არარაობა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად იყო არჩეული.

არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანებს სააკაშვილი აინტერესებდეთ. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა, ეგაა მაგის სამშობლო, ამბობს, რომ უკრაინელია და საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რატომ ვწუხვართ მაგაზე?

ყველასთვის ნათელია, რომ ეს პოლიტიკური წუმპე აპირებს იმის გამეორებას, რისი მოწმენიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიყავით. მათ რაიმე ტიპის წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, დღემდე ძველი სიმღერა ანონსდება. კრეატივი და ნიჭიც არ აქვთ ამ ოროსნებს, რომ ახალი რამე მოიგონონ. ამბობენ: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა…. იპოვიან ზონდერჯგუფებს, წავლენ, ქვებს ისვრიან, დროშებს დახევენ, იფურთხებიან, ილანძღებიან და წავლენ სახლში. გააბინძურებენ რუსთაველის გამზირს, რომელიც წმინდა ადგილია”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები