ელისო ბოლქვაძე: მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან კულტურული დიპლომატიის განვითარება

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, ნოშრევან ლომთათიძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის – BSEC-ის ქვეყნებთან კულტურის მიმართულებით თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„შევთანხმდით, რომ 2022 წლის სექტემბერში გამართულ, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე BSEC-ის ქვეყნებიდან მოწვეული იქნებიან კულტურის წარმომადგენლები. ჩვენ ასევე დავუკავშირდებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებს, რომ მათთან ერთად ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში განვახორციელოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანასთან კულტურული დიპლომატიის განვითარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია “, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები