ლევან ნიკოლეიშვილი: ინტერპოლის მიერ ძებნილის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა მართლაც ნოუჰაუა ქართულ პოლიტიკაში

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი პარტია ,,საქართველოსთვის’’ მიერ წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის, ნოდარ ჩირგაძის წარდგენის ფაქტს ეხმიანება, რომელიც, “პოსტივის” ინფორმაციით, 2017 წლიდან ინტერპოლით ძებნილია.

,,ინტერპოლის მიერ ძებნილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენება/წარდგენა მართლაც ნოჰაუა ქართულ პოლიტიკაში და ამ სახლის ავტორი და ინიციატორი პარტია „საქართველოსათვისაა.“ უფრო საინტერესოა, რომ ამ პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, ხოლო პრემიერმინისტრობიდან კრიმინალ მელიას არდაჭერის გამო გადადგა. ახლა უფრო გასაგები ხდება, თუ რატომ გადადგა ბატონი გახარია, უბრალოდ, კანონთან ურთიერთობა ეუხერხულება, თუმცა, პოლიტიკაში მოსვლა კი პირიქით, ადვილი ჰგონია, მაგრამ ალბათ ჯერ ვერ წარმოუდგენია, დამკვიდრება რა ძნელი იქნება, ღირსეულ დამკვიდრებას ვგულისხმობ, თორემ რითი უნდა გაგვაკვირვოს უკვე ვინმემ”, –  წერს facebook – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები