ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და კანდიდატურის სიიდან ამოღება მოითხოვა.
დღეს გახარიას პარტია ასევე დატოვა ხობის აქტიურმა წევრმა და აგიტატორმა – შორენა თოდუამ. გუშინ კი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლალი შამუგიამ დატოვა. მანამდე კი, ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ და სალომე პაპავამ გიორგი გახარიას გუნდი დატოვეს.