ნიკა მელია: ჩემი პასუხი ამნისტიაზე არის – არა

“ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის – არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოსთან განუცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება.

”მეტი როგორ ვთქვა, არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც მართლმსაჯულების ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც ამნისტიის აქტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გამოსცემს, ის ყველაზე ვრცელდება. თან გამოსცეს და თან ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე, პარალელურად სხვები, რეალური მოძალადეები გათავისუფლებული არიან. ჩემი პასუხი საბოლოო არის – არა და მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები