გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია სამი ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადება
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიცია 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა პარტიაში დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
“თუ სამეთვალყურეო მისია იქნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის სამეთვალყურეო მისია. ეს არის მისია იმისთვის, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შექმნას, რომელმაც შეიძლება, დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს. ანალიზი აქვთ გაკეთებული და თავადაც იციან, რომ პერსპექტივა გამარჯვების არ არსებობს. ვფიქრობ და მაქვს საფუძველი, პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ისინი სამი ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.