საფრანგეთში 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეფცია უფასო იქნება
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის კონტრაცეფცია უფასო იქნება.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”ზოგიერთ ახალგაზრდა ქალში კონტრაცეფციის გამოყენება შემცირდა და ეს, ძირითადად, ფინანსური მიზეზით ხდება. აუტანელია, რომ ქალებს არ შეუძლიათ თავის დაცვა, რომ არ ჰქონდეთ კონტრაცეფციაზე წვდომა, თუ ასეთს აკეთებენ, რადგან ეს ძალიან ძვირია”, – თქვა მინისტრმა.
ამ დრომდე, უფასო კონტრაცეფციის ასაკობრივი ზღვარი 18 წელს შეადგენდა.
საფრანგეთში 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.
გასულ წელს შოტლანდიის პარლამენტმა, მსოფლიოში პირველმა, დაამტკიცა კანონპროექტი ყველა ქალისთვის ჰიგიენის საშუალებებთან უფასო წვდომის შესახებ, რაც ამ სფეროში სიღარიბის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯია.