მედია: ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს ოქტომბერში ისევ შეხვდებიან

რუსეთი და შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მორიგ სამიტზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა – Strana.ua ამერიკულ დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

”ორი პრეზიდენტის შეხვედრა შეიძლება, ოქტომბერში შედგეს”, – იტყობინება გამოცემა Telegram არხზე.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განხილვის საგანი იქნება სტრატეგიული სტაბილურობა, იარაღის კონტროლი, კიბერუსაფრთხოება, ასევე, უკრაინაში, ავღანეთში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

ამასთანავე, “რია ნოვოსტი” მაღალჩინოსან, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

“თქვენ რა, უკრაინულ საინფორმაციო რესურსებს ენდობით? მე – არა. ეს ფეიკია”, – თქვა სააგენტოს წყარომ.

პუტინისა და ბაიდენის სამიტი ჟენევაში ივნისში შედგა. ივლისში ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები