თამარ გაბუნია: “მიუ” შტამისგან მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “მიუ” შტამის გავრცელების შემთხვევაში აუცილებელია, ვირუსის ახალ შტამს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, ვაქცინაცია აუცილებელია.

“თეორიულად შესაძლოა, “მიუ” შტამს რისკები ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები „დელტა“ და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით, არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად, ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეფექტურია. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია.

ახალი შტამის გავრცელება, ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში იმიტომ, რომ ახალი შტამი „მიუ“ იქნება თუ რამე სხვა, გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები