თამარ გაბუნიას თქმით, აუცრელობის შემთხვევაში, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ადამიანებისთვის იქნება

“შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვისა და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, გუშინ ამაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას. კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება ახლო მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები