თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა, გარკვეულწილად, შემცირდა

“ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით მცირე შემსუბუქება შეინიშნება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში – 6000-ზე მეტი პირი.

,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა, გარკვეულწილად, შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები