კიმ ჩენ ინმა ღამით აღლუმი გამართა

ჩრდილოეთ კორეაში ღამით სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელიც ქვეყნის დაარსების 73 წლისთავს მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap ავრცელებს.

როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, ამჟამად მიღებული მონაცემით, სიტუაციის გაანალიზება მიდის შეერთებულ შტატებთან.

მისი შეფასებით წლევანდელი აღლუმი წინა ღონისძიებებთან შედარებით, ნაკლებად მასშტაბური იყო.

ფხენიანში უკანასკნელი აღლუმი იანვარში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები