“თალიბანმა” აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების უფლება მისცა
“თალიბმა” ავღანეთის ჩარტერული რეისებით დატოვების უფლება მისცა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 200 მოქალაქეს.
ამის შესახებ Al-Jazeera წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩარტერული ფრენები მზად არის ავღანეთიდან ხალხის გამოსაყვანად, მაგრამ “თალიბანი” მათი გაფრენის საშუალებას არ იძლევა.
როგორც “ალ-ჯაზირას” წყარომ განუცხადა, “ჩვენ დავუშვით, ქაბულის აეროპორტიდან ჩარტერული ფრენებით აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 200 მოქალაქის ევაკუაცია მოხდეს. ამერიკელები და ისინი, ვისაც ევროპული პასპორტები აქვთ, ქაბულის აეროპორტიდან ხუთშაბათს დღის საათებში გაფრინდებიან.”