ვატო შაქარიშვილი სოფელი დიღმის მოსახლეობის კუთვნილი მიწებისა და საცხოვრებლების საყოველთაო ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვატო შაქარიშვილმა სოფელი დიღმის მაცხოვრებლების კუთვნილი საცხოვრებლებისა და მიწების ლეგალიზაციის საკითხზე ინიციატივა წარადგინა.

მისი თქმით, წლებია, სოფელი დიღმის მოსახლეობა ვერ ახერხებს, დაირეგისტრიროს საკუთარი მამა-პაპისეული მიწები და საცხოვრებელი სახლები, ისეთი ფართებიც კი, რომლებშიც ათწლეულების განმავლობაში თაობები ცხოვრობენ. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნავს, შესაბამის სამსახურებში დაგროვებულია ასობით განცხადება ყოველგვარი რეაგირებისა და პასუხის გარეშე.

„რაიონულ გამგეობაში არსებული საკადრო რესურსებით შეუძლებელია, სწრაფად ამოიწუროს განუხილველი განცხადებების უსასრულო რიგი,” – აცხადებს შაქარიშვილი

შაქარიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი სიტუაცია იძლევა კორუფციული და ნეპოტისტური ელემენტების გაჩენის შესაძლებლობას, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას ააქტიურებენ ხოლმე წინაასაარჩევნო პერიოდში და ამით ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ მოსახლეობის არჩევანზე.

“სწორედ ამიტომ, ყოველგვარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნის გარეშე, ვაყენებ ინიციატივას, სოფელ დიღომში საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდეს საყოველთაო ლეგალიზაცია.
ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ შეძლოს საკუთარი ქონების კანონიერი რეგისტრაცია”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები