საქსტატი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მეცხოველეობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6%-ით ჩამორჩება.

ამასთან, ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8%-ით შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტია.

ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9%-ით ჩამორჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები