‘’სააკაშვილის წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა”

,,ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ, საქართველოში ჩამოსვლას Facebook-ზე ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის ეს განცხადება ივანიშვილისა და “ოცნების” წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა.

‘’სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილისა და “ოცნების’ წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა.
ამ გამარჯვების მისაღწევად “ლელო” აგრძელებს კოორდინებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან.
2 ოქტომბერს “ოცნება” დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები