სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს – როშ ჰაშანას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.
„დღეს მილიონობით ადამიანი აღნიშნავს როშ ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს. ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოს ებრაელ თემს ამ დღეს და წინსვლასა და ნაყოფიერ წელს ვუსურვებ მათ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.