ამირან სალუქვაძე: არცერთ ოპოპარტიას პროგრამებზე არ უსაუბრია, უკვე 4 სექტემბერია

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ, ამ დრომდე, არცერთ ოპოპარტიას პროგრამებზე არ უსაუბრია.

“ამოყრიან ახლა, როგორც წინა არჩევნებზე, მოსმენებს, თვალთვალს, დიდი მარაგები აქვთ.
კრიტიკული რეაქცია არც ე.წ. ენჯეო-ს ექნება, არც პაეტნიორებს და მთელი თვე უნდა ამღვრიონ წუმპეები.
ხალხთან პროგრამებით საუბარი და ჭიდილი არ სურთ, მხოლოდ ფარული მიყურადებები, ფარული გადაღებები, კომპრომატები.
გვაინტერესებს?!
არცერთ ოპოპარტიას პროგრამებზე არ უსაუბრია, უკვე 4 სექტემბერია”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები