ნატო რუსეთს სამხედრო სწავლება “დასავლეთი-2021”-ის ფონზე მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, იყოს მეტად გახსნილი სამხედრო სწავლება “დასავლეთი – 2021”-ის ფონზე, ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა.

რუსეთის წინა წვრთნები ნატო-ს საზღვრებთან მასშტაბური იყო და ალიანსის მოკავშირე ქვეყნებში აცხადებდნენ, რომ, საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, მოსკოვი ყოველთვის ამცირებს მასში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობას.

”რუსეთის ქმედება უნდა იყოს პროგნოზირებადი და გამჭვირვალე”, – თქვა სტოლტენბერგმა.

სამხედრო სწავლების ძირითადი ნაწილი 10 სექტემბერს დაიწყება.

ჟურნალ NATO Review-ს დათვლით, რუსეთმა 2017 წელს სწავლებაში 60 000 – დან – 70 000 -მდე ჯარისკაცი ჩართო, მაგრამ გამოაცხადა, რომ მანევრებში მონაწილეობს პირადი შემადგენლობის მხოლოდ 12 700 ადამიანი.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნები ჩატარდება როგორც რუსეთში, ასევე, ბელორუსში და დაეყრდნობიან სცენარს, როდესაც ორივე ქვეყანაში თავდასხმა განხორციელდება.

“რეალობა ისაა, რომ “ცივი ომის” დასრულების შემდეგ რუსეთს არასოდეს გაუხსნია წვრთნები სავალდებულო შემოწმებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები