ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.
კულუმბეგოვი ჟურნალ “ლანცეტზე” დაყრდნობით წერს, რომ ჩინურმა ვაქცინებმა 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა მძიმე და კრიტიკული დაავადების განვითარებაზე.
“საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!
ჟურნალ “ლანცეტის” პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე “დელტა” ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.
10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე.
აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.
100% -იანი ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!
70%-იანი ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!
59%-იანი სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.