კრემლი – ნატო-ში უკრაინის წევრობაზე: ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან არ მოგვწონს
კრემლში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან კიევის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აშშ-ის პოტენციურ მზაობას, მხარი დაუჭირონ ამ სურვილს, თუმცა, მოსკოვის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ კრემლს კიევის ევროპერსპექტივა საერთოდ არ მოსწონს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა.
”რა თქმა უნდა, გავამახვილეთ ყურადღება უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების თემაზე, რომელიც გაჟღერდა, ეს არის უკრაინის სურვილი ნატო-ში შესვლისა და პოტენციური მზადყოფნა ამერიკელების მხრიდან ამ სურვილის მისასალმებლად. რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოება არის ის, რაც საერთოდ არ მოგვწონს”, – განმარტა პესკოვმა.