აშშ უკრაინას 60 მილიონის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე თეთრმა სახლმა დააანონსა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო ,,რეალპოლიტიკა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯო ბაიდენმა მოთხოვნა კონგრესს უკვე გაუგზავნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი “კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საზღვრის დაცვისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.”

თეთრმა სახლმა შეშფოთება გამოთქვა სექტემბერში დაგეგმილ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, რადგან რუსეთი ხშირად მსგავს ღონისძიებებს აგრესიის მზადების დასაფარად იყენებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს ჯაველინის ანტისატანკო სარაკეტო სისტემებს, სხვა ტიპის შეიარაღებასა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ჯოზეფ ბაიდენი ვლადიმირ ზელენსკის წინა კვირაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ, ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო, შეხვედრა გადაიდო. შეხვედრა დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები