“დროშებში გახვეული კუბოები” – “თალიბებმა“ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გასვლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს

“თალიბანის” მხარდამჭერებმა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მსვლელობაზე ქალაქ ხოსტში აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,როიტერი“ ავრცელებს

მათივე ცნობით, იმიტირებულ დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ზოგიერთ მათგანს ხელში იარაღი ეჭირა, ზოგი კი „თალიბების“ დროშებს აფრიალებდა.

“31 აგვისტო არის ჩვენი თავისუფლების დღე. შეერთებული შტატების საოკუპაციო ძალები და ნატო-ს ძალები ქვეყნიდან გაიქცნენ”, – განაცხადა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ყარი საიდ ჰოსთიმ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცი გაიყვანა. შეწყდა სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესიც, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 123 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის 100-დან 200-მდე მოქალაქე რჩება, რომელთა გაყვანა ეტაპობრივად მოხდება. ენტონი ბლინკენის თქმით, ავღანეთში სამხედრო მისია დასრულებულია,  იწყება დიპლომატიური მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები