მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 218 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 218 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 195 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 40.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები