იუსტიციის მინისტრი: ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება

“ინფიცირებულია პატიმრების საერთო რაოდენობის ზუსტად 1%, ხოლო ვაქცინირებულია 70%-ზე მეტი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, მოლოდინია, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იყოს.

„თვეში ერთხელ „პისიარით“ სრული გატესტვა ხდება. მართლა, მადლიერება მინდა, გამოვხატო თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მთელი ამ პანდემიის პირობებში მართლაც გმირულად, საპატიმრო დაწესებულებას არ ტოვებდნენ. ეს ის საკითხია, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. არცერთმა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა არ უნდა შექმნას ისეთი გარემო, თითქოს, ციხეში ხდება უბედურება, იქ არის პანდემია, ეს ასე არ არის. ინფიცირებულია პატიმრების საერთო რაოდენობის ზუსტად 1%, ხოლო ვაქცინირებულია 70%-ზე მეტი. ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები