თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გვაძლევს მოდუნებისა და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას

“დღევანდელი ეპიდემიური სურათი ძალიან საყურადღებოა და არცერთ შემთხვევაში არ გვაძლევს მოდუნებისა და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სწორედ ამას უკავშირდება ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება და დღეს მოქმედი ყველა გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

სექტემბრის თვე იქნება მნიშვნელოვანი, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს. რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად მიიღება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები