ნათია თურნავა: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უფრო მეტად ფართოვდება
“პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უფრო მეტად ფართოვდება”, – ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაჭრობისა და ექსპორტის არეალის მუდმივი გაფართოება მიმდინარეობს.
„წლის ბოლოს ვვარაუდობთ ორნიშნულიან ეკონიმიკურ ზრდას. დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა სფეროში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. “პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო მეტად ფართოვდება”, განსაკუთრებით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე, სასტუმროები, რესტორნები და ვაჭრობა. მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ადგილობრივი ექსპორტი, რისი მაჩვენებელიც გაზრდილია, თითქმის 50%-ით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბიზნესს მომავლის იმედის განცდა გაუჩნდა. ძალიან დიდი მონდომებით ხორციელდება ახალი ინვესტიციები, იდება კონტრაქტები და მიმდინარეობს ვაჭრობისა და ექსპორტის არეალის მუდმივი გაფართოება“, – განაცხადა თურნავამ.