30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 164 402 აცრა.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.3%.
“სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.
29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.