ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, არცერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინიატრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.
“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში:  ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ამ პროცესის წარმართვა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალა.

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი.

არცერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები