ამირან გამყრელიძე: ახალგაზრდები ხართ, მოდით, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან და ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღამის კლუბებში გართობისგან თავი დროებით შეიკავონ.

მისივე თქმით, მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება, არა?! მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები