YouTube-მა კორონავირუსის შესახებ მილიონზე მეტი მცდარი ინფორმაცია წაშალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, YouTube-მა მილიონზე მეტი ვიდეორგოლი წაშალა, რომელიც კორონავირუსის შესახებ “საშიშ მცდარ ინფორმაციას” შეიცავდა.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ნილ მოანამ განაცხადა.

აღინიშნება, რომ კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ რომელი ინფორმაციაა მცდარი, იყო „ჯანდაცვის ორგანიზაციების ექსპერტების კონსენსუსი“, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

“ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია ვიდეოების ამოღებაზე, რომლებიც შეიძლება, სერიოზული ზიანის მომტანი იყოს რეალურ სამყაროში”, – თქვა მან და მაგალითის სახით დაასახელა ვიდეოები, რომლებიც რეკლამას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგ “წამლებს” ან გამოსვლებს, რომლებშიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული საერთოდ პანდემიის არსებობა.

მოანას თქმით, YouTube-ი ყოველ სამ თვეში შლის, თითქმის, 10 მილიონ ვიდეოს.

მათი უმეტესობის ნახვას ათამდე ადამიანი ასწრებს. ამავდროულად, პლატფორმა მუშაობს იმაზე, რომ ყალბი ინფორმაციის შემცველი ვიდეოების ამოღების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები