“თალიბანში” CIA-ს ხელმძღვანელთან შეხვედრას უარყოფენ

“თალიბანის” წარმომადგენელი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს, მოძრაობის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, აბდულ ღანი ბარადარი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნს ქაბულში შეხვდა.

ამის შესახებ Shamshad News-ი იტყობინება.

”ამ დროისთვის, მოლა ბარადარსა და CIA- ს ხელმძღვანელს შორის შეხვედრა არ შეიძლება, დადასტურდეს”, – თქვა მუჯაჰიდმა.

შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია დღეს The Washington Post-მა გაავრცელა.

აღინიშნებოდა, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადა, ასევე, მოქალაქეების ევაკუაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები