უნგრეთი “გაზპრომთან” 15- წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

უნგრეთი შემოდგომაზე “გაზპრომთან” ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომელიც 15 წელზე იქნება გათვლილი.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ ბუდაპეშტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი გრძელვადიანი შეთანხმება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მალე სრულდება. ჩვენ მზად ვართ, დავდოთ ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება “გაზპრომთან”. ახლა ფინალურ ეტაპზე ვართ, ორშაბათს პეტერბურგში “გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეთანხმების უახლესს დეტალებს განვიხილავთ”, – თქვა სიარტომ და დასძინა, ”მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შევძლებთ 15-წლიანი შეთანხმების გაფორმებას კარგი, მისაღები პირობებით.”

მისივე თქმით, უნგრეთი მიიჩნევს სწორ გადაწყვეტილებად სერბეთის გავლით უნგრეთში გაზსადენ “თურქული ნაკადის” მშენებლობას, რომელიც უნგრეთში 8.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდების საშუალებას იძლევა.

მან აღნიშნა, რომ პეტერბურგში მოლაპარაკებების დროს აპირებს “ორი ღია საკითხის გადაწყვეტას: პირველი არის ფასი და მეორე – შეთანხმების მოქნილობა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები