ტოკიოში პარაოლიმპიური თამაშები დაიწყო

ტოკიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა თამაშები დაიწყო.

ღონისძიების გახსნის ცერემონიის პარალელურად, ოლიმპიურ სტადიონთან ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, რომლებიც ბოლო კვირებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

პოლიციამ აქციის მონაწილეები სტადიონთან არ მიუშვა.

პარაოლიმპიადაში ავღანელი სპორტსმენები არ მონაწილეობენ, რადგან ვერ შეძლეს ტოკიოში ჩასვლა, აგვისტოს შუა რიცხვებში “თალიბანის” მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების გამო. მათი მხარდაჭერის ნიშნად, თამაშების გახსნის ცერემონიაზე ავღანეთის დროშა ერთ-ერთმა მოხალისემ გაატარა. როგორც საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ხელმძღვანელმა, ენდრიუ პარსონმა თქვა, ამ ქმედებით პარაოლიმპიურ მოძრაობას სურს, “მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია”.

წლევანდელ პარაოლიმპიადაში 60 ქვეყნიდან 4400 ათლეტი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები