WP: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქაბულში, “თალიბანის” ლიდერთან საიდუმლო შეხვედრა გამართა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა, ქაბულში, “თალიბანის” პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელ მულა აბდულ ღანი ბარადართან საიდუმლო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადის, მოახლოების საკითხი განიხილებოდა, ასევე, მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი.

ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, “თალიბანის” მიერ ავღანეთის უსწრაფესი დაკავების შემდეგ, ქვეყნის დატოვების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების, ასევე, ადგილობრივების ევაკუაცია 16 აგვისტოდან მიმდინარეობს, წინა დღით ქაბული “თალიბანმა” დაიკავა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ, ხალხისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ, საევაკუაციო პროცესიდან გამომდინარე, 31 აგვისტოს თარიღი შესაძლოა გადაიწიოს, რასაც გუშინ “თალიბანის” წარმომადგენელმა უპასუხა და თქვა, რომ ყველაფერი 31 აგვიტოს უნდა დამთავრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “შედეგებია მოსალოდნელი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები