შტორმი “ჰენრი” – აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მხარე სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა (ფოტო)

როდ-აილენდის, კონექტიკუტისა და მასაჩუსეტსის შტატებში, ტროპიკული შტორმის “ჰენრის” შემდეგ, 100 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ტროპიკული შტორმი – “ჰენრი” აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუღებელი წვიმებითა და ძლიერი ქარით დაატყდა.

 

გუშინ ყველაზე მეტად დაზარალდა როდ-აილენდის შტატი, სადაც ქარის სიჩქარე 110 კმ/სთ-ს აღწევდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა სამივე შტატი სტიქიური უბედურების ზონებად გამოაცხადა.

 

გვიან ღამით ჯო ბაიდენმა მოუწოდა ხალხს, ფხიზლად იყვნენ და, საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღონ.

 

ნიუ-იორკისა და ნიუარკის აეროპორტებში ფრენები გაუქმებულია. ნიუ-იორკის გუბერნატორმა ზოგიერთ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, გაუქმებულია ქუჩის ღონისძიებები და შეჩერებულია სარემონტო სამუშაოები.

 

ტენესის შტატში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობა 21 აგვისტოს შტატის სასოფლო რაიონებში დაიწყო. წაღებულია გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები