ლელა წურწუმია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
მომღერალი, ლელა წურწუმია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული. და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონ ლევან რატიანისა და მისი უმაგრესი მედპერსონალის. განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისა და მათი თავდაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის. დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფასს ოჯახს, მეგობრებს”, – წერს ლელა წურწუმია.
მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.