ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა 31 აგვისტომდე გადაიდო

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის შეხვედრაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, თავდაპირველი 30 აგვისტოს მაგივრად ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდებიან.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავს უამრავ ღონისძიებას ვაშინგტონსა და კალიფორნიაში.

“ერთი დღით გადადებაზე შევთანხმდით იმის გამო, რომ შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და არ მოიცავს მხოლოდ დელეგაციათა შეხვედრას, არამედ – პირისპირ შეხვედრასაც”, – თქვა კულებამ.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი აშშ-ში შეხვდეს ილონ მასკსა და Apple-ის გენერალურ დირექტორს, ტიმ კუკს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები