თამარ გაბუნია: 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას

“12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია არცერთ შემთხვევაში არ იქნება სავალდებულო.

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დიწყო, ტარდება „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დავიწყოთ, რაც ძალან მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს დაცული.

ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები