სომხეთში საგარეო დაზვერვის სამსახური შეიქმნება

სომხეთში უახლოესი 5 წლის მანძილზე საგარეო დაზვერვის სამსახური შეიქმნება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომელმაც დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტის 5-წლიანი პროგრამა წარადგინა.

”როგორც აღვნიშნავდით, 2050 წლამდე ჩვენი განვითარების სტრატეგიაში (და ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ ამ პროგრამაშიც), მომდევნო 5 წლის განმავლობაში სომხეთში შეიქმნება საგარეო დაზვერვის სამსახური,” – თქვა ფაშინიანმა.

მთავრობის პროგრამა, კაბინეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, განიხილება ეროვნულ სათათბიროში. ფაშინიანის თქმით, საპარლამენტო დისკუსიები მომავალ კვირას გაიმართება.

პროგრამა შედგება 6 ნაწილისგან. ესენია: “უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა”, “ეკონომიკა”, “ინფრასტრუქტურის განვითარება”, “ადამიანური კაპიტალის განვითარება”, “სამართალი და სამართლიანობა” და “ინსტიტუციური განვითარება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები