“თალიბები” დაპირებას არ ასრულებენ – ნაცემია Ariana News-ისა და Pajhwok-ის ჟურნალისტები

“თალიბანის” მებრძოლებმა ავღანური ტელეარხის – Ariana News-ისა და სააგენტო Pajhwok-ის ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს.

ინციდენტი ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯელალაბდში დღეს დილით მოხდა, – იტყობინება სააგენტო Pajhwok-ი.

მედიასაშუალება წერს, რომ ჟურნალისტები იმ დროს სცემეს, როდესც ისინი ეროვნული დროში მხარდამჭერი აქციის გადაღებასა და მასზე რეპორტაჟის მომზადებას ცდილობდნენ. ჟურნალისტების სასტიკმა ცემამ ადგილობრივ მედიაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მანამდე, “თალიბანის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში მედია თავისუფლად იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები