ტრამპი 2024 წელს ამერიკელებს “გაახარებს”

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აქვს უფლება, 2024 წლის კამპანიასთან დაკავშირებული გეგმები გაასაჯაროოს, თუმცა, მისი თქმით, ის ამერიკელებს გაახარებს.

 

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში თქვა.

 

“ვინაიდან კამპანიის დაფინანსების კანონები არის რთული და წარმოუდგენლად სულელური, მე არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ, ნება მომეცით, ასე ვთქვა: თქვენ კმაყოფილები იქნებით, თქვენი მეგობრების უმეტესობა ბედნიერი იქნება”, – თქვა ყოფილმა პირველმა პირმა.

 

ტრამპის თქმით, კითხვაზე პირდაპირი პასუხი მას სირთულეებს მოუტანს.

 

“ხალხო, თქვენ ბედნიერები იქნებით, რადგან მე მიყვარს ეს ქვეყანა და მეზიზღება იმის ყურება, რაც ხდება ”, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები