Reuters: ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბაიდენის რეიტინგი 46%-მდე დაეცა
ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 46% -მდე დაეცა.
ამას მოწმობს Reuters-ის მიერ სოციოლოგიურ სამსახურ Ipsos-თან ერთად ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ბაიდენის საქმიანობის ასეთი შეფასება ყველაზე დაბალია მისი პრეზიდენტად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.