ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ესაუბროს “თალიბანს”
ევროკავშირი უნდა ესაუბროს “თალიბანს”, რადგან მათ “მოიგეს ომი ავღანეთში”, – აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
”თალიბანმა მოიგო ომი, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მათთან საუბარი”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, მათი მმართველობის ოფიციალურად აღიარებას.
ბორელის თქმით, ”ეს დიალოგი ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ავღანეთში ტერორისტული ძალების დაბრუნების თავიდან აცილების საშუალებებზე”.