ავღანეთის ვიცეპრეზიდენტმა ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა

ავღანეთის ვიცეპრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა, რომელმაც თავი ავღანეთის დროებით მეთაურად გამოაცხადა, მოქალაქეებს მოუწოდა – “შეუერთდნენ წინააღმდეგობას”.

 

“ჩვენ, ავღანელებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი და “თალიბები” საერთოდ არ გვანან ვიეტკონგელებს. აშშ-ისა და ნატო-სგან განსხვავებით, ჩვენ არ დავკარგეთ სულისკვეთება და ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შეუერთდით წინააღმდეგობას”, – დაწერა სალეჰმა Twitter- ზე.

 

 იქვე მან დაწერა, რომ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის დროს მეთაურის დროებით ფუნქციას ვიცეპრეზიდენტი ასრულებს.

 

“ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი ვიცეპრეზიდენტი ხდება დროებითი პრეზიდენტი. მე ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და ლეგიტიმური დროებითი პრეზიდენტი ვარ. მე ვუკავშირდები ყველა ლიდერს, რათა მათი მხარდაჭერა და თანხმობა მოვიპოვო”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები