ქაბულში ავღანელი ქალები აქციას მართავენ

ავღანეთის დედაქალაქში ქალების ჯგუფმა აქცია მოაწყო მოთხოვნით, რომ ახალ მთავრობაში თანამდებობის ნაწილი ქალებზეც განაწილდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე, კუნარის პროვინციაში აქცია ახალგაზრდებმა გამართეს, რომლებიც მოუწოდებენ “თალიბანს”, ქვეყნის წინა მთავრობის დროშა შეინარჩუნოს. აღინიშნება, რომ ამ მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს მომხრეები.

Khaama Press-ი წერს, რომ ქაბულში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ქუჩებში სულ ნაკლებად ჩანან შეირაღებული თალიბები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები