ქაბულში მხოლოდ რუსეთის, პაკისტანისა და ჩინეთის საელჩოები რჩება

ქაბულში, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ევაკუაცია გრძელდება, მხოლოდ სამი საელჩო რჩება – რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინდოეთი ბოლო ქვეყანა გახდა, რომელმაც ქაბულში საელჩოს ევაკუაცია მოახდინა. სპეციალურმა რეისმა ქვეყნის ელჩი და სხვა თანამშრომლები ინდოეთში ჩაიყვანა. სოციალურ ქსელში დღეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არიმდამ ბაღჩიმ დაწერა, რომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მათი დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ.
რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა. როგორც ავღანეთში რუსეთის ელჩმა, დიმიტრი ჟირნოვმა თქვა, ის გეგმავს “თალიბანის” წარმომადგენლებთან შეხვედრას დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
ავღანეთში ჩინეთის საელჩოს სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამს, თუმცა, გააფრთხილა ადგილობრივი ჩინელები, რომ დიდი ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას.
ინდონეზიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში “მცირე დიპლომატიურ მისიას” შეინარჩუნებს, თუმცა, საელჩოს ევაკუაციას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები